Georgian Posters - ქართული პოსტერები | , American Pie: The Naked Mile - ამერიკული ნამცხვარი: შიშველი მილი, lorax, Game of Thrones v.2, Little Fockers, Бой с тенью - ჩრდილთან ბრძოლა, Pirates Of The Caribbean At Worls's End, Tower Heist - როგორ მოიპარო ცათამბრჯენი, Chronicle - ქრონიკა, twilight saga new moon, Supernatural - ზებუნებრივი #2, Transformers: Dark of the Moon, pirates of the caribbean on stranger tides, Brooklin's Finest, პრომეთეუსი, National Treasure - ერის განძი, ჯადოქრის მოწაფე, Pirates of the Caribbean The Curse of the Black Pearl, Black Swan, Kick-Ass - გაინძერი (პოსტერ #1), Cars 2 - მანქანები 2, ბნელი რაინდის აღზევება, Barry Munday - ბარი მუნდეი, A Nightmare on Elm Street, House M.D. - ექიმი ჰაუსი, Needle - ნემსი, Accepted - ჩაჭრილები, The Dark Knight Rises v.1, Love Actually, Tucker & Dale vs Evil - მკვლელი არდადეგები, avatar, The Expendables - შეუჩერებელნი (პოსტერი # 2), Iron Man 2 - რკინის კაცი 2, House M.D. - ექიმი ჰაუსი (6 სეზონი), საბოლოო დანიშნულება 5 /Final Destination 5, Inception - დასაწყისი, TheThree Musketeers - სამი მუშკეტერი, კარიბის ზღვის მეკობრეები.უცხო ნაპირებზე, Pirates of the Caribbean The Dead Man Chest, ჩექმებიანი კატა / Puss in Boots, Call Of Duty: Modern Warfare 2, Wild Target / ველური სამიზნე, House M.D. - ექიმი ჰაუსი (5 სეზონი), Cellular - მობილური, Assassin's Creed, ბინდი ახალი მთვარე 3D პოსტერი, House M.D. - ექიმი ჰაუსი (7 სეზონი), American Reunion, The Vampire Diaries.season 3, mirror,mirror, The Ugly Truth








   






ჩემი საიტის კონტენტი ხელმისაწვდომია ყველასათვის იმ შემთხვევაში თუ იგი იქნება გამოყენებული შეუცვლელად ანუ პოსტერზე უნდა იყოს დატანებული ამ საიტის ლოგო კერძოთ (GPOSTERS.IN). ზემოთ ხსენებული პირობის არ შესრულების შემთხვევაში თქვენ არღვევთ საქართველოს კანონმდებლობის მიერ შემოღებულ კანონს საავტორო უფლებების შესახებ! ქვევით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ კანონს
ვრცლად

საავტორო უფლება საქართველოში

საქართველოში საავტორო უფლებას არეგულირებს სამოქალაქო სამართლის კანონი «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ». კანონის მიზანია, დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები), აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლება, დაკავშირებული შემსრულებლებთან, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებთან და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან (მომიჯნავე უფლებები).

კანონის თანახმად საავტორო უფლების ობიექტები შეიძლება იყოს:

  1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.
  2. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.
  3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნდა, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერად გამოქვეყნების თარიღიდან. თუ ნაწარმოების ავტორი ამ ვადაში თავის ვინაობას გაამხელს, მაშინ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადაა 50 წელი, რომლის ათვლა ხდება პირველი შესრულების, ეთერში პროგრამის პირველი გასვლის ანდა ფონოგრამის/ვიდეოგრამის პირველი ჩაწერის მომენტიდან. ამასთან, არსებობს უვადო საავტორო უფლებებიც:

  1. ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.
  2. საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.
  3. დაუშვებელია ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული სხვა ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

  1. ლათინური ასო C წრეწირში: ©;
  2. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);
  3. ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.
წყარო: WIKI